HR მენეჯმენტის კურსდამთავრებულები კურსის შესახებ თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ
HR მენეჯმენტი სმარტ აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურსია, რომელიც თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს. გიზიარებთ HR მენეჯმენტის წარმატებულ კურსდამთავრებულთა შთაბეჭდილებებს.
მარიამ ხარატიშვილი
კურსი იყო კომპლექსური და ძალიან საინტერესო. მისგან იმაზე უფრო მეტი მივიღე, ვიდრე ველოდი. ეს იყო შინაარსობრივად თანმიმდევრულად და საინტერესოდ დალაგებული პროგრამა, რომელსაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდნენ ლექტორები.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ სალექციო კურსი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ თეორიული ცოდნით და ასევე გვქონდა პრაქტიკული სამუშაოც - იგულისხმება შერჩევის პროცესის ინსცენირების ყველა საფეხური. ასევე საშუალება მოგვეცა, დავსწრებოდით არავერბალური კომუნიკაციის ვორქშოფს, რომელიც ასევე მოიცავდა ინსცენირების ნაწილს, სადაც როგორც HR მენეჯერის, ასევე რესპოდენტის როლშიც ვიყავით.
მარიამ სანებლიძე
HR მენეჯერის პროფესია საინტერესო, მრავალფეროვანი და ამავდროულად მუდმივად მოთხოვნადია. HR მენეჯერს სჭირდება მუდმივი ფიქრი და ზრუნვა იმაზე, რომ განვითარდეს, როგორც პროფესიონალი და სხვებსაც ხელი შეუწყოს ამაში. სასიამოვნოა ასევე ის, რომ გიწევს ადამიანებთან უშუალო ურთიერთობა და მათზე ზრუნვა.
კურსის დასრულების შემდეგ გავხდი უფრო თავდაჯერებული, რაც გამოიხატება იმაში, რომ ახლა უკვე თამამად წარვუდგენ ჩემს კანდიდატურას დამსაქმებელს, რადგან მივიჩნევ, რომ აკადემიაში მიღებული ცოდნით თავისუფლად შევძლებ ჩემზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
ნინი მარგალიტაძე
კურსის განმავლობაში ვისწავლე, როგორი უნდა იყოს HR სტრატეგია და როგორ უნდა შეაფასოს თანამშრომლები HR მენეჯერმა. ასევე როგორ უნდა განვუვითაროთ თანამშრომლებს საჭირო უნარები, კომპეტენციები, როგორ დავგეგმოთ ტრენინგები და მამოტივირებელი სისტემები, რათა თანამშრომელთა სამუშაო პროცესი და გარემო უფრო საინტერესო იყოს.
სმარტ აკადემიას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს კარიერულ წინსვლაში, რადგან შევძელი ამ კურსზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა და რეალურ გარემოში გაანალიზება იმ ყველაფრისა, რაც ამ კურსმა მომცა. დიდი მადლობა სმარტ აკადემიასა და გუნდის თითოეულ წევრს ასეთი შესანიშნავი კურსისთვის!
გურანდა გოროზია
კურსის განმავლობაში განვივითარე დაგეგმვის, შეფასების, ანალიზის, ორგანიზების, ემოციური ინტელექტის მართვის უნარები, რომლებიც მეხმარება ვიყო ობიექტური, სამართლიანი და კომპეტენტური ჩემს პროფესიაში.
სმარტ აკადემია არის საუკეთესო ადგილი, სადაც შეგიძლიათ ზუსტად ის ცოდნა და გამოცდილება მიიღოთ, რომელიც აუცილებელია HR პროფესიაში. აკადემია გამოირჩევა კარგად ორგანიზებული გუნდითა და ეფექტური კომუნიკაციით.
ელენე ბერაია
HR მენეჯმენტის ოთხივე ლექტორი ოთხივე კვალიფიციური და თავისი საქმის პროფესიონალია. ისინი ყოველთვის მზად არიან სტუდენტების დასახმარებლად.
სმარტ აკადემიის დახმარებით უფრო თამამად ვაგზავნი ჩემს რეზიუმეს სხვადასხვა ვაკანსიაზე და მეტი გამოხმაურებაც მაქვს დამსაქმებლებისგან. გავხდი უფრო თავდაჯერებული, რადგან მივიღე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა დავალების შესრულების მეშვეობით.
თუ მიიჩნევ, რომ კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა, მოგწონს ლიდერობა, ზრუნვა და ყოველთვის ორიენტირებული ხარ განვითარებაზე, მაშინ დარეგისტრირდი HR მენეჯმენტის კურსზე და შემოუერთდი წარმატებულ სტუდენტთა სიას.