UX/UI ქოფირაითინგის კურსდამთავრებული, სალომე ჩივაძე, თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ
UX/UI ქოფირაითინგი, დღესდღეობით, ერთ-ერთი მოწინავე და მოთხოვნადი სფეროა როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.
თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესია განკუთვნილია ადამიანებისათვის, რომლებსაც უყვართ წერა, ან სურვილი აქვთ, რომ ამ მიმართულებით განვითარდნენ.
ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები რადიკალურად იცვლიან ინტერესის სფეროს და სრულიად განსხვავებულ, ახალ სპეციალობაში პოულობენ საკუთარ თავს. ხოლო რადგან თანამედროვე პროფესიები მუდმივად ვითარდებიან და ზოგი მათგანი მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, სურვილი ჩნდება, რომ დაეწიო განვითარების ამ ტემპს და მაქსიმალურად მოახდინო შენი შესაძლებლობების რეალიზაცია ამა თუ იმ სფეროში.
დღეს წარმოგიდგენთ ჩვენი ერთ- ერთი კურსდამთავრებულის, სალომე ჩივაძის ინტერვიუს, რომელიც ამ ყველაფრის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს.
რატომ დაინტერესდი UX/UI ქოფირაითინგის კურსით? რა ინფორმაცია გქონდა მის შესახებ?
სმარტ აკადემიაში, პირველად ციფრული მარკეტინგის კურსი გავიარე და კურსის დასრულების შემდეგ, აკადემიაშივე დავსაქმდი ედვერთაიზერის პოზიციაზე. მუშაობისას, გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო მეტად განვვითარებულიყავი ჩემს პროფესიაში და მესწავლა საკუთარი აზრის ლაკონიურად და საინტერესოდ გადმოცემა, ასე აღმოვჩნდი ქოფირაითინგის კურსზე.
ახლანდელი გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობ, რა საბაზისო უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც ამ პროფესიის ათვისებას გეგმავს?
ვფიქრობ კურსის წარმატებით დასრულებისთვის საჭიროა მხოლოდ სფეროს მიმართ ინტერესი და სურვილი- იყო წარმატებული.
რა მოლოდინი გქონდა როცა კურსს იწყებდი?
თავიდან ვფიქრობდი, რომ გამიჭირდებოდა კურსის დაძლევა, რადგან წერის გამოცდილება საერთოდ არ მქონდა, მაგრამ ლექტორ ქეთი დიასამიძის დახმარებით და დავალებებზე მისი ვრცელი უკუკავშირების წყალობით, ეს კურსი წარმატებით დავასრულე.
რამდენად გამართლდა შენი მოლოდინები?
ამ კურსთან დაკავშირებით, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. ყველას, ყველა ნაცნობსა თუ უცნობს, თამამად ვურჩევ მის გავლას. ეს არის ნაბიჯი, რომელსაც არასდროს ინანებთ.
შეიცვალა თუ არა შენი ხედვები და მიდგომები კურსის დასრულების შემდეგ საკითხების მიმართ?
ვისწავლე მომხმარებლის პოზიციიდან ფიქრი. დღეს როცა ჩემ დაწერილ ტექსტს ვკითხულობ, თავს ადრესანტის ადგილას წარმოვიდგენ და შესაბამისად ვცვლი სიტყვებსა თუ სათქმელს.
რამდენად საინტერესო იყო თემები, რომლებსაც კურსის პერიოდში გადიოდი ?
ძალიან საინტერესო იყო თითოეული ლექცია, ყოველ ახალ თემას პრაქტიკული, პატარა სავარჯიშო მოჰყვებოდა, შესაბამისად, ჩვენივე ჩართულობით იხსნებოდა ახალი თემა. მაგალითების საშუალებით ვსწავლობდით ახალ საკითხებს. ჩემი აზრით, ეს საფუძვლიანი დასწავლის საუკეთესო საშუალებაა. ასევე, კურსის განმავლობაში, აღმოვაჩინე რამდენიმე საჭირო ხელსაწყო და ვებგვერდი, რომელსაც ყოველდღიურად აქტიურად ვიყენებ ჩემს საქმიანობაში.
როგორ ფიქრობ, ეს ის სფეროა, რომელშიც შენი მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებ?
ვფიქრობ, კურსმა ყველანაირი უნარი და შესაძლებლობა მომცა ამ სფეროში საკუთარი მაქსიმუმი გამოვავლინო.
იყო საკითხი, რომელმაც განსაკუთრებით დაგაინტერესა?
ყველაზე მეტად მომეწონა ფინალურ დავალებაზე - საიტის ღილაკებსა და ტექსტებზე მუშაობა. ეს იყო ერთდროულად სახალისო, საინტერესო და ყველაზე შრომატევადი დავალება.
შენი შეფასებით, რამდენად მნიშვნელოვანი რგოლია UX/UI ქოფირაითერი კომპანიაში?
უკვე წელიწადნახევარია მარკეტინგში ვმუშაობ და დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ- ქოფირაითერი კომპანიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. კარგი ქოფირაითერი პროდუქტის, თუ ბრენდის წარმატების ფორმულის განუყოფელი ნაწილია.
რას ურჩევდი მომავალ ქოფირაითერებს?
თუ გიყვართ წერა და გაქვთ სურვილი უკეთ წეროთ, ან სურვილი გაქვთ შეისწავლოთ ახალი და მოთხოვნადი პროფესია ნულიდან, ეს კურსი თქვენთვისაა. მთავარია მოინდომოთ და შეუძლებელი არაფერია.
თუ დაგაინტერესა UX/UI ქოფირაითინგის კურსმა, გაიგე მეტი აქ.