0
მენიუ
banner banner

ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლების კურსდამთავრებულები თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ კურსის შესახებ

ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლების კურსდამთავრებულები თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ კურსის შესახებ

ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლები სმარტ აკადემიის ყველაზე მოთხოვნადი კურსების სიაში შედის. გიზიარებთ ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლების წარმატებულ კურსდამთავრებულთა შთაბეჭდილებებს.

თორნიკე გოგია

ჩემი მიზანი იყო პირველი ნაბიჯები გადამედგა ავტომატიზაციაში და  ჩამომყალიბებოდა "დეველოპერული" ლოგიკური აზროვნება, რათა გამერჩია სხვისი დაწერილი კოდი. კურსმა მოლოდინები სრულად გამიმართლა.

კურსის განმავლობაში ვისწავლე სილაბუსში გაწერილი ის მთავარი ტოპიკები, რაც აუცილებელია ტესტირების ავტომატიზაციისთვის. ვფიქრობ, სმარტ აკადემიის ეს კურსი ჩემთვის ერთგვარი ტრამპლინი იქნება მანუალიდან ავტომატიზაციის ინჟინრობამდე.

მათე ბუკია


ჩემი მიზანი იყო ტესტირების ავტომატიზაციასთან გაცნობა და ავტომატური ტესტების წერა. მოლოდინი მქონდა, რომ დავეუფლებოდი ავტომატიზაციას და შევძლებდი ჩემს სამსახურში არსებული სისტემების ავტომატურად დატესტვას, რაც ამ კურსის გავლის შემდეგაც მოვახერხე.

კურსის განმავლობაში განვითარებული უნარები დამეხმარა უფრო გარკვევით დამეწერა ავტომატური ტესტები და შესაძლებლობა მომცა სხვა დიდ პროექტებზე მუშაობის.


თორნიკე დალაქიშვილი

ჩემი მიზანი იყო ავტომატიზაციის საფუძვლების შესწავლა, რაშიც სმარტ აკადემიის კურსი დამეხმარა.

მიყვარს ტექნიკასთან ურთიერთობა, ასევე სხვადასხვა საიტებისა და პლატფორმების თვალიერება. სწორედ ამიტომ, ჩემთვის საიტერესოა თუ რა დგას მათ უკან და როგორ მუშაობს, ან არ მუშაობს.


პეტრე ჩიქვილაძე

სმარტ აკადემიამ მომცა შესაძლებლობა მესწავლა ისეთი მიმართულება, რომლის მსგავსიც საქართველოში სხვაგან არ ისწავლება. მომწონს პასუხისმგებლობა, რომელიც ამ კომპანიას აქვს, მუდმივად აკონტროლებს ჯგუფებს, აინტერესებს უკუკავშირი და ცდილობს განვითარებას - რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ლექტორმა ძალიან კარგად იცის ის, რასაც ასწავლის. ყველა კითხვაზე გცემს ამომწურავ პასუხებს.  მას კარგი კომუნიკაციის უნარები აქვს, გაძლევს რეალურ რჩევებს და ყოველთვის მზადაა დასახმარებლად.


ირაკლი გელიტაშვილი

ყველა ლექცია ერთმანეთისგან გამორჩეული და ერთმანეთზე საინტერესო იყო, ყოველი მომდევნო საკითხის შესწავლისას თითქოს ახალი კარი იხსნებოდა და ერთი ნაბიჯით ვუახლოვდებოდი საბოლოო მიზანს.

სმარტ აკადემიასთან ჩემი პირველი თანამშრომლობა იყო, თუმცა ორგანიზებულობა, თანამშრომლების პროფესიონალიზმი და სწავლების ხარისხი მაძლევს საშუალებას დარწმუნებით ვთქვა, რომ მომავალში აუცილებლად გავაგრძელებ თანამშრომლობას.


ნინა გულდამაშვილი

ჩემი მიზანი იყო ახალი ცოდნის შეძენა ავტომატიზაციის მიმართულებით, რასაც მივაღწიე კიდეც კურსის დახმარებით.

ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერის პროფესია თავსატეხებითაა სავსე და ძალიან აზარტულია. კურსზე შეძენილი უნარები დამეხმარება სამსახურში ავტომატური ტესტების დაწერაში.


თუ გსურს ისწავლო და დასაქმდე ტესტირების ავტომატიზაციის დამწყებ ინჟინრად, შემოგვიერთდი ტესტირების ავტომატიზაციის პრაქტიკულ კურსზე.


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები