შთაბეჭდილება კურსზე UX/UI ქოფირაითინგი
თათა ბებერაშვილმა სმარტ აკადემიაში UX/UI ქოფირაითინგის კურსი გაიარა. ახლა კი კურსის შესახებ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
UX/UI ქოფირაითინგი, ჩემს შემთხვევაში, აღმოჩნდა კურსი, რომელმაც საყვარელი პროფესია მაპოვნინა. ეს კურსი, ვფიქრობ არ არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ქოფირაითერობა სურთ, ის არის ყველასთვის, ვისაც მომხმარებლის გამოცდილებასთან რაიმე გადაკვეთის წერტილი აქვს.
კურსის განმავლობაში
კურსის განმავლობაში, ყველაფერი მცირე დეტალების დონეზე იყო გათვალისწინებული და არცერთი სტუდენტი თავს უყურადღებოდ არ გრძნობდა, რაც სმარტ აკადემიის ძალიან კარგი გუნდის დამსახურებაა.
ლექტორის შესახებ
ქეთი დიასამიძე გარდა იმისა, რომ თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია, არის ადამიანი, რომელიც მოგცემს თავდაჯერებულობას, აკეთო საყვარელი საქმე, არ შეგეშინდეს ექსპერიმენტების და ყოველთვის ეძებო გზა განვითარებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ კურსის გავლის შემდეგ თითქმის 1 წელი გავიდა, ქეთი დღემდე იმ ადამიანად რჩება, რომელიც ჩემს ყველა კითხვას პასუხობს და ყველა წარმატებას გულშემატკივრობს.
კურსის დასრულების შემდეგ
ფაქტობრივად, კურსის დასრულების შემდეგ, კარიერულად საერთოდ არ გავჩერებულვარ და ვფიქრობ, რომ ეს იმ ბიძგის, მიღებული ცოდნის და ენერგიის შედეგია, რომელიც ამ კურსმა და ლექტორმა მომცა.
კურსის დამთავრებიდან მალევე, საქართველოში წამყვან ecommerce კომპანიაში-VELI.store-ში მოვხვდი, რომლის მიზანი მომხმარებლისთვის ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილების შექმნაა. UX ქოფირაითინგის კურსიდან მიღებულ უნარებს კი ამ მიზნის მიღწევაში საკუთარი წვლილის შესატანად დღემდე ვიყენებ.თუ შენც გინდა, რომ მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაში შენი წვლილი შეიტანო, ძალიან საინტერესო და მოთხოვნად პროფესიას დაეუფლო, მოასწარი UX/UI ქოფირაითინგის კურსზე და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები.