0
მენიუ
banner banner

,,ძალიან დიდი მოლოდინები მქონდა და კურსმა ნამდვილად გაამართლა. ვისწავლე ჯავას საბაზისო ინსტრუმენტები და, რასაც უშუალოდ კურსი მოიცავდა, ავტომატიზაციის ტესტირება'', - არჩილ ჩანგაშვილი

,,ძალიან დიდი მოლოდინები მქონდა და კურსმა ნამდვილად გაამართლა. ვისწავლე ჯავას საბაზისო ინსტრუმენტები და, რასაც უშუალოდ კურსი მოიცავდა, ავტომატიზაციის ტესტირება'', - არჩილ ჩანგაშვილი

არჩილ ჩანგაშვილმა სმარტ აკადემიაში ტესტირების ავტომატიზაციის კურსი გაიარა, ახლა კი კურსის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს:

,,ჩემი მიზანი იყო, IT სფეროში ჩავრთულიყავი და ერთ-ერთი განხრა შევარჩიე’’
 

კურსის შესახებ

ძალიან დიდი მოლოდინები მქონდა და კურსმა ნამდვილად გაამართლა. ვისწავლე ჯავას საბაზისო ინსტრუმენტები და, რასაც უშუალოდ კურსი მოიცავდა, ავტომატიზაციის ტესტირება. განვივითარე უნარები, რომლებიც მომავალი განვითარებისთვის დამეხმარება

ლექტორის შესახებ

თაკო დოკვაძე ძალიან კარგი ადამიანია. არ მახსენდება შემთხვევა, კითხვა დაგვესვა მისთვის და უპასუხოდ დაეტოვებინა. ყოველთვის გვერდში გვიდგას. აღნიშნული საკითხის მიმართებით საკუთარი დამოკიდებულებით თაკომ მე პირადად დიდი მოტივაცია მომცა

გამორჩეული ლექცია

ყველა ლექცია გამორჩეული იყო ჩემთვის, რადგან აღნიშნულ სფეროსთან შეხება აქამდე არასოდეს მქონია

კურსის გავლის შემდეგ

პირველ რიგში, მივიღე ცოდნა და რა მიზანიც მქონდა, ავისრულე. ვგულისხმობ იმას, რომ პრაქტიკულ ნაწილში მივიღე მონაწილეობა

პროფესია - ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი

საკუთარ თავს მომავალშიც ამ სფეროში ვხედავ. ყოველთვის მქონდა ტესტირების ავტომატიზაციის შესწავლის სურვილი, მაგრამ შიში მქონდა. საბედნიეროდ, პატარ-პატარა სირთულეები გადავლახე, ჩემი თავითაც კმაყოფილი ვარ და ამ მიმართულებით უფრო მეტად განვითარება მსურს

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ, პირველ რიგში, ცოდნა მომცა. აკადემიის შესახებ ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან კარგი ადამიანებით დაკომპლექტებული საზოგადოება. ვისთანაც კომუნიკაცია მქონია, ყველა გულწრფელია და გვერდში დგომას მაქსიმალურად ცდილობს

სმარტ აკადემიას, ვფიქრობ, დიდი როლი ექნება ჩემს კარიერულ წინსვლაში, რადგან სწორედ ეს არის ადგილი, საიდანაც დაიწყო ყველაფერი

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები