0
მენიუ
banner banner

"საკუთარი თავი დავინახე განსხვავებული შესაძლებლობებითა და ინტერესებით" - თამარ თელიას შთაბეჭდილება

"საკუთარი თავი დავინახე განსხვავებული შესაძლებლობებითა და ინტერესებით" - თამარ თელიას შთაბეჭდილება

 

თამარ თელიამ სმარტ აკადემიაში ციფრული მარკეტინგის კურსი გაიარა, ახლა კი შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი იყო საბაზისო ცოდნა მიმეღო  ციფრულ მარკეტინგის მიმართულებით.”

ციფრული მარკეტინგის კურსის გავლის შემდეგ შემიძლია, დაბეჯითებით, ვთქვა, რომ დავაგროვე დამწყები ციფრული მარკეტერისთვის აუცილებელი ცოდნა. აქამდე აღნიშნულ სფეროსთან არანაირი შეხება არ მქონია, რაც ჩემში შიშს იწვევდა,  მოვახერხებდი თუ არა კურსის დაძლევას და ახალი პროფესიის დაუფლებას. თუმცა, გამოცდილებითა და ცოდნით აღსავსე უსაყვარლესი ლექტორი როცა გყავს შეუძლებელი არაფერია.

 კურსის განმავლობაში ვისწავლე:

  • Facebook და Instagram ფეიჯების მართვა

  • Facebook Ads & Google Ads

  • Google Analytics

კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნის შედეგად განმივითარდა კრიტიკული აზროვნების უნარი, ასევე რეკლამების აწყობამ და ციფრული სტრატეგიაზე მუშაობამ განმივითარა ისეთი უნარები, როგორებიცაა: დეტალებზე ორიენტირებულობა, მიზნებისა და შედეგების სწორად დასახვა და გაანალიზება.

ლექტორის შესახებ 

თიო საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული, უდიდესი ცოდნითა და გამოცდილებით აღსავსე ლექტორია. მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ ყველა ნიუანსი მოგაწოდოს მარტივად და გასაგებად.

გამორჩეული ლექცია

ჩემთვის, ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო რეკლამების აწყობა ციფრულ არხებში.

კურსის დასრულების შემდეგ

შემიძლია რეკლამის სწორად გაშვება, რაშიც იგულისხმება: რეკლამისთვის მიზნის სწორად შერჩევა, შესაბამისი სამიზნე აუდიტორიის მითითება, სარეკლამო ფორმატების მრავალფეროვნება და ა. შ. ეს დეტალები, მნიშვნელოვანია რომ რეკლამამ საუკეთესო შედეგი დადოს.

Პროფესია - ციფრული მარკეტერი

ციფრული მარკეტერის პროფესია მრავალფეროვანი და საინტერესოა. დღეს,  ციფრული ტექნოლოგიების ერაში, ვფიქრობ, ციფრული მარკეტინგი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და საჭირო პროფესიად იქცა.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ მომცა ახალი პროფესია, რომლის მეშვეობითაც საკუთარი თავი დავინახე განსხვავებული შესაძლებლობებითა და ინტერესებით.

ვფიქრობ, სმარტ აკადემიაში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ჩემი სამომავლო კარიერული წინსვლის გარანტია იქნება.

დარეგისტრირდი ციფრული მარკეტინგის კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები