0
მენიუ
banner banner

სმარტ აკადემია Touch Summit-ის პარტნიორი გახდა

სმარტ აკადემია Touch Summit-ის პარტნიორი გახდა

Touch Summit ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც წელს, 7 და 8 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში გაიმართება. ღონისძიება უმასპინძლებს ტექნოლოგიების, ბიზნესის, მარკეტინგისა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

ღონისძიება დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, მენტორშიფ სესიებით, საერთო სამუშაო სივრცით, ინსპირაციებით და ახალი გამოცდილებებით.

სამიტზე წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები ისეთი წამყვანი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, Meta, IDEO, ReadyPlayerMe, NVIDIA, Spotify, MIRO, Sandbox, Cloudflare, Brain.Space, Breakfast.app, Dutch Digital Design, Launch Code, Keely Consulting და ა.შ.

Touch Summit, Acrobator VC-სა და Crosspring-თან თანამშრომლობით, წელს, სტარტაპებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს - მოიზიდონ 1 მილიონ ევრომდე მოცულობის ინვესტიცია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს, რომლებიც სხვადასხვა სექტორში B2B (ან B2C) AI/ML პროგრამული უზრუნველყოფის, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, ფინტექნიკის, ინფრასტრუქტურის, სინთეზური მედიისა და მონაცემთა გადატვირთვის ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობენ და დაინტერესებულნი არიან ვენჩორული ფონდებიდან ინვესტიციის მოზიდვით.

გაითვალისწინეთ, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 17 ნოემბერია. ნახევარფინალი 7 დეკემბერს გაიმართება, სადაც შერჩეული 10 სტარტაპი, ფინალურ ტურამდე, სპეციალური მენტორობისა და ქოუჩინგის სესიებს გაივლიან და საკუთარ კომპანიას VC ფონების წარმომადგენლებისგან შემდგარ ჟიურის წარუდგენენ. ხოლო ფინალი 8 დეკემბერს გაიმართება, სადაც 3 ფინალისტი სტარტაპი სამიტის მთავარ სცენაზე შეძლებს წარდგენას. კონკურსის გამარჯვებული დახურვის ცერემონიალზე გამოვლინდება.

აპლიკაციის შესავსებად და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

თუ სამიტზე გსურს დასწრება და ხარ სმარტ აკადემიის სტუდენტი, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს - შესაძლებლობა გაქვს ისარგებლო 20%-იანი ფასდაკლებით. პრომოკოდის მისაღებად მოგვწერე სმარტ აკადემიის Facebook ან Instagram გვერდზე.


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები