0
მენიუ
banner banner

"ყველა ადამიანი, ვისაც საკუთარი თავის განვითარება სურს, თქვენთან უნდა მოხვდეს" - თამარ შავაძის შთაბეჭდილება

"ყველა ადამიანი, ვისაც საკუთარი თავის განვითარება სურს, თქვენთან უნდა მოხვდეს" - თამარ შავაძის შთაბეჭდილება

 

თამარ შავაძემ სმარტ აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსი წარმატებით გაიარა და საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

“Ჩემი მიზანი საკუთარი პროფესიის უკეთ გაცნობა, ახალი უნარების ათვისება და პროგრამების შესწავლა იყო.”

კურსთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი მქონდა, საბოლოოდ ის შედეგი მივიღე, რასაც ველოდი, რა თქმა უნდა, ჩემი და ლექტორის ერთობლივი ძალისხმევით.

კურსის განმავლობაში

ვისწავლე ძალიან ბევრი რამ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ განვავითარე საკუთარი თავი ამ სფეროში და შევიძინე ახალი უნარები, რომლებსაც ეფექტურად გამოვიყენებ საქმიანობაში.

გავხდი მეტად მოტივირებული, თავდაჯერებული და მიზანდასახული. შევისწავლე პროგრამები, რაც პრიორიტეტი იყო ჩემთვის.  ეს ყველაფერი დამეხმარება, რომ მომავალში მივიღო სასურველი შედეგი დასაქმებისა და განვითარების კუთხით.

ლექტორის შესახებ

ქალბატონი ლელი საუკეთესო ადამიანია,  მეგობრული. მან დაუღალავი შრომის შედეგად, საოცრად დიდი ინფორმაცია მოგვაწოდა და შეგვასწავლა საფუძვლიანად. როდესაც უყურებ ქალბატონ ლელის არ შეიძლება მისმა სტუდენტმა ტემპი დააგდო და არ "გწყუროდეს" განვითარება, იმდენად დიდი ენთუზიაზმით ცდილობს ჩაგრთოს ამ პროფესიაში.

გამორჩეული ლექცია 

ჩემთვის, სმარტ აკადემიაში ყველა ლექცია გამორჩეული იყო, მაგრამ მაინც გამოვყოფდი საველე ლექციებს, სადაც მთელი ჯგუფი ერთად ვიკრიბებოდით და ერთმანეთს ვუზიარებდით ინფორმაციებს, საკუთარ გამოცდილებას, შეიძლება ითქვას ერთმანეთის შეცდომებზეც კი ვსწავლობდით.

კურსის გავლის შემდეგ

ვგრძნობ, რომ გავიზარდე პროფესიულად და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის.

Პროფესია - ინტერიერის დიზაინერი

ბავშვობიდან ჩემი გატაცება ხატვა და ხელოვნება იყო, გააზრებულად მქონდა გადაწყვეტილი, რომ არქიტექტურისა და ინტერიერის მიმართულებით მინდოდა ჩაბარება უნივერსიტეტში და ასეც მოხდა. ჩემთვის, სრული ჰარმონიაა - აკეთო საყვარელი საქმე, რეალობად აქციო გონებაში გაფიქრებული სტილი და ფერები, გააბედნიერო ადამიანები, რომლებმაც უნდა იცხოვრონ, იმუშაონ ან სულ ცოტა დრო მაინც გაატარონ ამ ინტერიერში.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიაში შევიძინე უამრავი ახალი უნარი, აკადემიამ ჩემი მოლოდინები სავსებით გაამართლა. ვფიქრობ, ყველა ადამიანი, ვისაც საკუთარი თავის განვითარება სურს, თქვენთან უნდა მოხვდეს.

სმარტ აკადემია დიდ როლს ითამაშებს ჩემს კარიერულ წინსვლაში. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ პრაქტიკებში ჩართვის საშუალება მომეცით.

დარეგისტრირდი ინტერიერის დიზაინის კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები