რატომ უნდა ითამაშო ჭადრაკი? 5 მიზეზი
ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები. იცოდი, რომ ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და კიდევ უამრავი სხვა უნარის განვითარებას? ბლოგში მოგიყვები სულ მცირე 5 მიზეზსს, თუ რატომ უნდა ითამაშო ჭადრაკი.
1. ავარჯიშებს გონებას
ჭადრაკი მოითხოვს კონცენტრაციას, სტრატეგიულ და სწრაფ აზროვნებას. ჭადრაკის რეგულარული თამაში დაგეხმარება გაიუმჯობესო ისეთი შემეცნებითი უნარები, როგორებიცაა: პრობლემების გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, ერთიანი სურათის წარმოსახვა
2. ავითარებს პრობლემის გადაჭრის უნარს
ჭადრაკის თამაშისას აწყდები გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც სასურველი შედეგის მისაღებად უნდა გადაჭრა. ჭადრაკი გეხმარება იფიქრო ნაბიჯის გადადგმამდე, არ იჩქარო გადაწყვეტილების მიღება და წარმოიდგინო ყველა შესაძლო ნაბიჯის პლუსები და მინუსები. ეს ყველაფერი კი პირდაპირ კავშირშია რეალურ ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებთან
3. აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციის უნარს
ცნობილია, რომ ჭადრაკი აძლიერებს მეხსიერებას და კონცენტრაციას, რადგან თამაშის დროს უნდა დაიმახსოვრო წინა სვლები, გააანალიზო სხვადასხვა პოზიციები და განჭვრიტო მომავალი სცენარები
4. გვეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში
ჭადრაკის თამაში ფოკუსირებას და სიმშვიდეს მოითხოვს, რათა გონებამ თავისი მაქსიმუმის გამოვლენა შეძლოს. მისი ინტენსიური თამაში გასწავლის თუ როგორ შეინარჩუნო სიმშვიდე და წონასწორობა, ზეწოლის ქვეშ.
5. გვასწავლის გამარჯვებას და მარცხს
ჭადრაკი, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილს, გამარჯვების და მარცხის მშვიდად მიღებას გვასწავლის