სმარტ აკადემიისა და Veli ბიზნესის კოლაბორაცია
VELI.store - ქართული ელ. კომერციის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებს აძლევს, შეიძინოს ყველაფერი ერთ სივრცეში, როგორც ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთები, ისე ექსკლუზიური ბრენდები. ველის ვებსაიტის გამოყენებით ჩვენთვის საჭირო პროდუქტებს ვიღებთ სწრაფად, ლოდინის გარეშე და ამით ვზოგავთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსს - დროს.
კომპანიებისთვის დამატებითი სერვისია - ველი ბიზნესი, რომელიც უფრო ამარტივებს და აჩქარებს პროცესებს. თუ ოფისში რაიმე ნივთი მომენტალურად დაზიანდა ან შემოგაკლდათ, ველი უფასო, 3 საათში მიწოდების სერვისით, იდეალური გამოსავალია.
ველი ბიზნესს და სმარტ აკადემიას პარტნიორობის ფარგლებში არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტზე გვიმუშავია, რომლებიც სტუდენტების ხელშეწყობას ემსახურებოდა.
ჩვენთან მომავლის მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება შეგიძლია. IT-ის, მარკეტინგის, დიზაინისა და მენეჯმენტის მიმართულების 50-მდე სასწავლო კურსში შენს ინტერესებსა და მისწრაფებებზე მორგებულ პროფესიას აუცილებლად იპოვი.
ჩვენი მთავარი საზრუნავი ჩვენი სტუდენტებია და გვსურს ხელი შევუწყოთ ტექნიკურ საკითხებშიც, ამ შემთხვევაში სწავლისთვის და დასაქმებისთვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის შეძენაში.
ამ ეტაპზე მხოლოდ სმარტ აკადემიის სტუდენტებისთვის, VELI.store-ზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება, კომპიუტერული ტექნიკის კატეგორიაში.
პრომო კოდის მისაღებად მოგვწერე პირად შეტყობინებაში და ისარგებლე სპეციალური ფასდაკლებით.
თვალი ადევნე ჩვენს Facebook გვერდს და დაელოდე ახალ საინტერესო შეთავაზებებს.
გახსოვდეს, სმარტ აკადემია შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარია!