გზა ლიდერობისკენ: როგორ ავითარებს მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის უნარები ლიდერულ თვისებებს?
თანამედროვე სამყაროში ლიდერობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია წარმატების მისაღწევად, როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაში. ლიდერული უნარების განვითარება არ არის მხოლოდ თანდაყოლილ თვისებებზე დამოკიდებული – ის შესაძლებელია გამოიმუშაო სწავლითა და გამოცდილებით.
ბლოგში გესაუბრები მიზეზებზე, თუ რატომ დაგეხმარება მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის უნარები ლიდერული თვისებების განვითარებაში.
სტრატეგიული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი
მენეჯმენტი გასწავლის სტრატეგიულ ხედვას – როგორ უნდა განსაზღვრო პრიორიტეტები, როგორ მოიფიქრო გეგმა და როგორ განახორციელო ის ეფექტურად. გაყიდვების მართვაში ეს უნარები ეხმარება ლიდერს იყოს მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული.
ეფექტური კომუნიკაცია
ლიდერობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია კომუნიკაციის უნარი. მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის დროს გივითარდება ეფექტური კომუნიკაციის უნარი. სწავლობ, თუ როგორ მოიპოვო ნდობა, როგორ მართო კონფლიქტები და როგორ შთააგონო გუნდი.
კავშირების შექმნა
გაყიდვების მართვა მოიცავს არა მხოლოდ მომხმარებლებთან ურთიერთობას, არამედ თანამშრომლებთან, პარტნიორებთან და ინვესტორებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებასაც. ეს უნარი ლიდერს ეხმარება ძლიერი და ხანგრძლივი კავშირების შექმნაში.
ემოციური ინტელექტის განვითარება
ლიდერები ემოციურად ძლიერები არიან. მენეჯმენტის პროცესში ისინი სწავლობენ, როგორ უზრუნველყონ გუნდში ემოციური სტაბილურობა და როგორ აგრძნობინონ მხარდაჭერა გუნდის წევრებს. გაყიდვების მართვა კიდევ უფრო ავითარებს ამ უნარს, რადგან ის მოითხოვს კლიენტების საჭიროებების, სურვილებისა და ემოციების გაგებას.
განვითარებაზე ორიენტირება
მენეჯმენტისა და გაყიდვების სფეროში მუდმივად საჭიროა სწავლა და ადაპტაცია. ეს უნარები ლიდერს ეხმარება, იყოს თანამედროვე და მუდმივად ცდილობდეს ახალი ცოდნის მიღებასა და გამოყენებას.
როგორ დაგეხმარება ჩვენი კურსი?
კურსი - ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვა - შექმნილია, რათა მოგაწოდოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც, რომელიც აუცილებელია ლიდერული უნარების განვითარებისთვის.
კურსზე გაეცნობი მენეჯმენტის საფუძვლებსა და ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს. შეგეძლება:
პრობლემის იდენტიფიცირება და გამომწვევი მიზეზების დადგენა
ფასწარმოქმნის მეთოდები
მოტივაციის საფუძვლები
ორგანიზაციული ცლილების საფუძვლები და წინააღმდეგობის მართვის ტექნიკები
მიზნების სწორად დასახვა და მათი კონტროლი
ROI, ROA, ROE, IRR, BEP და ა.შ. გამოთვლა
ფინანსური უწყისების გარჩევა
როგორც შიდა, ისე გარე გარემოს ანალიზის გაკეთება
გადაწყვეტილების მიღების პროცესის მართვა
სწორი უკუკავშირის მიცემა
გაყიდვების სწორად დაგეგმვა და მართვა
ვინ გასწავლის?
დავით ჭიაბერაშვილი არის სატელეკომუნიკაციო კომპანიის “სქაიტელის” კომერციული დეპარტამენტის დირექტორი.
2023 წელს იკავებდა საოპერაციო დირექტორის პოზიციას Extra.ge-ში.
2018-2023 წლებში მუშაობდა Microsoft-ში ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა:
◻ MW SSP I Country Representative
◻ MW Solution Specialist Education
◻ BDM (Business Development Manager) Education
დავითს აქვს გაყიდვების, ბიზნესის მართვისა და სატელეკომუნიკაციო ბიზნესში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, მათ შორის კავკასუს ონლაინსა და ჯეოსელში.
დავითი არის მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში.