0
მენიუ
banner banner

რატომ არ მუშაობს შენი კონტენტი?

რატომ არ მუშაობს შენი კონტენტი?

თანამედროვე ციფრულ სამყაროში, სადაც ინფორმაცია ყოველ წამს გვხვდება, აუცილებელია, რომ ჩვენი კონტენტი გამოირჩეოდეს და მომხმარებლებისთვის ღირებული იყოს. 

ამ ბლოგში გესაუბრები მიზეზებზე, თუ რატომ არ მუშაობს შენი კონტენტი და როგორ გადაჭრა ეს პრობლემა.

აუდიტორია

თუ კონტენტს ისე ქმნი, რომ არ იცი, ვინ უნდა წაიკითხოს ან უყუროს მას, შენი ძალისხმევა უშედეგო იქნება. აუდიტორიის საჭიროებების, ინტერესებისა და ქცევის ცოდნა აუცილებელია.

გადაჭრის გზა: ჩაატარე კვლევა, გამოიყენე მონაცემები და შექმენი ბრენდ პერსონები, რათა უკეთ გაიგო, რა აინტერესებს მათ.

უნიკალური კონტენტი

დღეს ბაზარზე უამრავი კონტენტია და თუ შენი კონტენტი არ გამოირჩევა ან არ სთავაზობს აუდიტორიას რაიმე ღირებულს, ის უბრალოდ დაიკარგება.

გადაჭრის გზა: კონტენტი უნდა იყოს ინფორმაციული, გასართობი ან პრობლემის გადაჭრის გზას სთავაზობდეს მომხმარებელს.

კონტენტ სტრატეგია

თუ კონტენტს უბრალოდ ქმნი, მაგრამ არ გაქვს გეგმა და მიზანი, ის ვერ მოგიტანს შედეგებს.

გადაჭრის გზა: ჩამოაყალიბე სტრატეგია, სადაც განსაზღვრული გექნება მიზნები, საკვანძო პლატფორმები და გრძელვადიანი ხედვა.

SEO

თუ შენი კონტენტი არ არის ოპტიმიზებული საძიებო სისტემებისთვის, მომხმარებელი ვერ იპოვის მას.

გადაჭრის გზა: გამოიყენე საკვანძო სიტყვები, სწორი სათაურები, მეტა აღწერები და ლინკები, რათა კონტენტი Google-სთვის ადვილად აღქმადი იყოს.

შესაბამისი ვიზუალი

მომხმარებელს უყვარს ეფექტური ვიზუალები, როგორიცაა სურათები, ვიდეოები და ინფოგრაფიკები. თუ შენი კონტენტი მხოლოდ ტექსტურია, შესაძლოა, ნაკლებად მიმზიდველი იყოს.

გადაჭრის გზა: დაამატე ვიზუალური ელემენტები, გაამდიდრე კონტენტი და გახადე ის უფრო ინტერაქტიული.

მკაფიო CTA

თუ მომხმარებელს არ ეუბნები, რა უნდა გააკეთოს, ის უბრალოდ სხვაგან ძიებას გააგრძელებს.

გადაჭრის გზა: დაამატე მკაფიო და მიმზიდველი CTA – იქნება ეს გამოწერა, კომენტარის დატოვება, პროდუქტზე გადასვლა თუ სხვა მოქმედება.


თუ გინდა, რომ დაეუფლო კონტენტ მარკეტინგის პრინციპებს და შექმნა ეფექტური კონტენტი, დარეგისტრირდი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე.


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები