0
მენიუ
banner banner

UX/UI დიზაინი - ნათია პაპიძე კურსის შესახებ

UX/UI დიზაინი - ნათია პაპიძე კურსის შესახებ

ნათია პაპიძემ სმარტ აკადემიაში UX/UI დიზაინის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.

Do it in Georgia-ს ფარგლებში ვეძებდი UI/UX-ის კურსებს. ეს არ იყო ჩემი პირველი გამოცდილება სმარტ აკადემიაში, ამიტომ ვიცოდი, რომ არც ლექტორის, არც სილაბუსის და არც შესაძლებლობების მხრივ მოლოდინები არ გამიცრუდებოდა.

განათლებით მოდის დიზაინერი ვარ. 2021 წელს ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ გრაფიკული დიზაინის შესწავლა მინდოდა — ეს სფერო უფრო ახლოს იყო ჩემს შინაგან სამყაროსთან. სმარტ აკადემიაში კურსი წარმატებით გავიარე. ლექტორმა და აკადემიის მხარდაჭერამ მოლოდინებს გადააჭარბა. მათ რეკომენდაციაზე დაყრდნობით დავიწყე ამ სფეროში მუშაობა. ეს გადაწყვეტილება — რომ პროფესია შემეცვალა — ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. ამის შემდეგ სმარტში კიდევ ორი კურსი გავიარე: 3D დიზაინი და ბოლოს UI/UX. ყოველთვის ვირჩევ სმარტს, რადგან ვიცი, რომ აქ ხარისხიანი განათლება და პროფესიონალი ლექტორები მხვდება.

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX ჩემთვის ახალი სფერო არ იყო — უკვე 3 წელია ციფრულ სამყაროში ვმუშაობ. თუმცა ამ ცოდნის გაღრმავება მინდოდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ბექა კერესელიძესთან სწავლა. ყოველი ლექცია ჩემთვის იყო ახლის შემეცნება - სასიამოვნო და ინტერნაქტიული ლექციები, საინტერესო დავალებები, რომლებიც მუდმივად ზრუნავს შენს განვითარებაზე.

კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებით ვიყენებ კურსზე მიღებულ ცოდნას. ბექასთან ნასწავლი მეთოდები ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მეხმარება.

ლექტორის შესახებ

ბექა კერესელიძე მეგობარმა მირჩია, რომელიც მისი სტუდენტი იყო და უკვე წლებია წარმატებით მუშაობს UI/UX სფეროში. როცა გადავწყვიტე ეს გზა გამევლო, ზუსტად ვიცოდი, ვისთან მინდოდა ეს ნაბიჯი გადამედგა. ბექა ნამდვილად საუკეთესო ლექტორია.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია ჩემთვის არის ადგილი, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც წარმომიდგენია: პროფესიონალი ლექტორები, კარგად შედგენილი სილაბუსი და კურსების დასრულების შემდეგ რეალური შესაძლებლობები. სამივე კურსი, რაც აქ გავიარე, ჩემს განვითარებას ემსახურებოდა და მიღებულ ცოდნას აქტიურად ვიყენებ. ყოველთვის, როცა ვინმე მეკითხება, სად გაიაროს კურსი, სმარტ აკადემიას დარწმუნებით ვურჩევ.


დაათვალიერე ნათია პაპიძის ფინალური პროექტი.

გაიგე მეტი UX/UI დიზაინის კურსის შესახებ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები