0
მენიუ
banner banner

ინფორმაციის ნაკადებთან მუშაობა: ნაწილი 2





✌️ სმარტ აკადემია 11 მაისს, 20:30 საათზე გიწვევს ღია ლექციაზე: ,,ინფორმაციის ნაკადებთან მუშაობა: ნაწილი 2''

📌 დღევანდელ რეალობაში ჩვენ უამრავი ტიპის ინფორმაციაზე გვაქვს წვდომა, რასაც შესაბამისი გადამუშავება სჭირდება

📌 თუმცა მოსმენილი მასალის გააზრება ძნელია, მისი პრაქტიკულად შესრულება კი - კიდევ უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს

📌 იმისთვის, რომ მასალები გადავამუშაოთ და შემდეგ რეალურად გამოვიყენოთ, აუცილებელია ვიცოდეთ ამ ყველაფრის სწორად მართვა

📌 რამდენიმე თვის წინ მიშა ქანთარიამ უკვე ჩაატარა ძალიან საინტერესო შეხვედრა ,,ინფორმაციის ნაკადებთან მუშაობა: ნაწილი 1''

📌 11 მაისს ის აღნიშნული თემის გაგრძელებას შემოგვთავაზებს, სადაც განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • მართვის დონეები, ჩაშენებული სისტემები;
  • შემთხვევითი და მართული პროცესები;
  • მართვის სრული ფუნქციის ალგორითმი;
  • სუპერსისტემების ცნება;
  • ინდივიდუალური და გაერთიანებული ინტელექტი;
  • ავტოსინქრონიზაციის პროცესები სუპერსისტემებში;
  • პროცესის მართვისას წარმოქმნილი კონფლიქტების მიზეზები;
  • ინფორმაციული უსაფრთხოება ფსიქიკის გადმოსახედიდან;
  • და სხვა

✨ მიშა ქანთარია არის EPAM-ის Big Data DevOps დეპარტამენტის უფროსი სისტემური ინჟინერი

📌 მას აქვს ვებ-დეველოპმენტის 17 წლიანი და უმაღლესი სასწავლებლების ლექტორობის 12 წლიანი გამოცდილება


📌 პირველი შეხვედრის ჩანაწერის ნახვა შეგიძლია აქ:

📌 https://youtu.be/8zhfJOB_kBE

📌 მეორე ლექციის მოსასმენად კი დარეგისტრირდი და შეინახე Google Meet-ის ბმული


📌 მიშა ქანთარია Python-ის საბაზისო და პროფესიულ კურსებს ასწავლის, გაიგე მეტი მისი სასწავლო პროგრამების შესახებ:

📌 https://smartacademy.ge/trainings/10-Python-Basic

📌 https://smartacademy.ge/trainings/19-Python-Advanced

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



სხვა კურსები

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ. სწორედ ამიტომ, კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და მაღალკონკურენტუნარიანს გახდის. კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.
კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის სასერტიფიკატო კურსი აერთიანებს სამ მოდულს, რომლის ცალკეული ნაწილი ეძღვნება კომუნიკაციას წინაკრიზისულ, კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდს. კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ კრიზისის მართვის ფუნდამენტურ და თანამედროვე თეორიებს, სტრატეგიებს, ტაქტიკებსა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების მეშვეობით გამოიმუშაონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში კრიზისის მართვის პრაქტიკული უნარები.
ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი

ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი

ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსი სტუდენტებს სთავაზობს სრულყოფილ ცოდნას მენეჯმენტის ყველა ასპექტის შესახებ. კურსი გამდიდრებულია პრაქტიკული დავალებებით, რეალური მაგალითებითა და მასალებით.
Motion Design - After Effects

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.
iOS Development with Swift

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აგების ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის სწორად გამოყენება და ტექსტთან, ფერებთან და ვიზუალურ ელემენტებთან მუშაობის კულტურა.
სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.
პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

ყველა კურსი

სასურველი კურსები