0
მენიუ
banner banner

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON
ფორმატი
Online
3 თვე • 25 შეხვედრა • 50 სთ
თარიღი
24 სექტემბერი
ორშაბათი 20:00 - 22:00 სთ ხუთშაბათი 20:00 - 22:00 სთ
ღირებულება
1500 ₾ 1300 ₾



BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები:

  • ენის სინტაქსი და კონსტრუქციული თვისებები
  • პროცედურული, ფუნქციონალური და ობიექტზე-ორიენტირებული პარადიგმების გამოყენება
  • პითონის მონაცემთა ტიპები და სტრუქტურები
  • პითონის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა SQL ენასთან გაერთიანებით
  • GIT ვერსიონირების ინსტრუმენტის საბაზისო ოპერაციები

PYTHON კურსის შედეგები

Python კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • პითონის პროგრამირების ენის სინტაქსი და ინსტრუმენტები;
  • პროცედურული, ფუნქციონალური და ობიექტზე-ორიენტირებული პარადიგმები;
  • სხვადასხვა ალგორითმული ილეთები;
  • მონაცემთა ტიპები და სტრუქტურები (სიები, კორტეჟები, ლექსიკონები, სიმრავლეები);
  • ნაკადების მართვა (if, elif, else);
  • ციკლები (while, for);
  • სტანდარტული, ჩაშენებული, ანონიმური და რეკურსიული ფუნქციები;
  • ტექსტის დამუშავება;
  • ფაილებთან პროგრამული მუშაობა (შექმნა, გახსნა, რედაქტირება, წაშლა);
  • გენერატორები, იტერატორები, გამოსახულება-გენერატორები, ფუნქცია-გენერატორები;
  • ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების სტილი (საბაზისო OOP);
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა პითონის გამოყენებით (SQL საბაზისო, SQLite);
  • GIT ვერსიონირების ინსტრუმენტთან საბაზისო მუშაობის უნარები;
  • მარტივი და საშუალო დონის პითონის პროგრამის დაწერას;
  • პროგრამის როგორც პროცედურული და ფუნქციონალური, ისე ობიექტზე-ორიენტირებული პარადიგმის სტილში რეალიზაციას;
  • შეცდომების “ბაგების” დაჭერას კოდში და პროგრამის მდგრადობის გაზრდას;
  • დაწერილი პროგრამის ოპტიმიზაციას;
  • პითონზე დაწერილი პროექტებისთვის მონაცემთა ბაზების გამოყენებას;
  • Github-ზე პროექტების ატვირთვას.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • Back-End Development With Python კურსი გათვლილია როგორც დამწყებთათვის, ასევე მათთვის ვისაც სურს გაიმეოროს Python-ის ძირითადი პრინციპები, აითვისოს პროგრამირებისთვის საჭირო ინსტრუმენტები (GIT) და Python-ის დახმარებით მონაცემთა ბაზებთან კომუნიკაციის პრაქტიკული ილეთები;
  • სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



დაკავშირებული პროფესიები

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი Python დეველოპერი Back-end დეველოპერი

მსგავსი კურსები
პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.
FRONT-END DEVELOPMENT & SEO With React JS

FRONT-END DEVELOPMENT & SEO With React JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.
iOS Development with Swift

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.
Front-end Development with React.JS

Front-end Development with React.JS

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს React JS-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web აპლიკაციების შექმნა და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.
ყველა კურსი

სასურველი კურსები