კურსი განკუთვნილია IT ბიზნეს ანალიზით დაინტერესებული პირებისთვის. მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.
სასწავლო კურსის შედეგები
რა როლი აქვს ბიზნეს ანალიტიკოს IT პროექტებში, რას და როგორ აკეთებენ ბიზნეს ანალიტიკოსები;
რა სამუშაო ფრეიმვორქები არსებობს და როგორ იგეგმება ბიზნეს ანალიტიკოსის აქტივობები თითოეულის ჭრილში;
პროექტისთვის საჭირო არტეფაქტების იდენტიფიკაციას და ეფექტური user story - ების წერას;
მოთხოვნების სასიცოცხლო ციკლის მართვას, პროდუქტის მოთხოვნის ტიპებს და მათი მოპოვების ტექნიკებს;
პროექტში ჩართული მხარეების იდენტიფიკაციას, მათ ანალიზს და მათთან ეფექტურ კოლაბორაციას;
პროექტის მართვის პროცესში საჭირო დიაგრამების აგებას და მათ გამოყენებას;
პროექტში ბიზნეს ანალიტიკოსის საქმიანობის შეფასებას, ბიზნეს ანალიზის რისკების იდენტიფიცირებას და მათთან გამკლავების გზებს;
პროექტის დროს შესაძლო ცვლილებების მართვას და ნეგატიური ეფექტების თავიდან არიდებას.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
მონაწილეს სასურველია ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება;
კურსის მონაწილე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.
ლექტორის შესახებ
ციცი აბჟანდაძეს აქვს 7+ წლიანი სამუშაო გამოცდილება IT სფეროში, სხვადასხვა როლის ფარგლებში, მათ შორის: Product Owner, SME, ERP consultant, Business Analyst.;
ამჟამად, ციცი მუშაობს Lead Business Analyst-ის პოზიციაზე Epam-ში;
IT ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება აქვს შემდეგ დომეინებში: ადამიანური რესურსების მართვის, დროის მენეჯმენტის, ფინანსური, იურიდიული მიმართულების ანალიტიკა;
ციცი არის PMI-ACP, Technical interviewer, Resource Manager და მენტორი.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
დიდი მადლობა ციცის. ჩემთვის ნამდვილად ძალიან სასარგებლო და საჭირო აღმოჩნდა ეს კურსი. ყოველდღიურად ვიყენებ მიღებულ ცოდნას. ციცი თავისი საქმის მცოდნე, პროფესიონალი ლექტორია. ასევე ძალიან კომფორტული კომუნიკაციაში. შედეგზე ორიენტირებული.
კურსმა მოლოდინს გადააჭარბა, იმაზე ბევრად მეტი ვისწავლე, ვიდრე ამ დროში წარმომედგინა. ლექტორი არის კომპეტენტური თავის საქმიანობაში, პასუხისმგებლიანი, მეგობრული, უშუალო და ობიექტურად აფასებს ნაშრომებს, რათა შემდეგ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობა მოგცეს და დროულად აღმოაჩინოს ხარვეზები.
ძალიან კარგად არის შედგენილი კურსისმასალა, გარემოცძალიან სააიამოვნოა. უკვე გავუწიე რეკომენდაცია ციცის კურსს ! გარდა იმისა რომ, ციცი არის თავის საქმის პროფესიონალი და ძალიან გამოცდილი ანალიტიკაში, არის საოცარი ადამიანი, რომელსაცშეუძლიაა 10 ჯერ სხვადასხვა მაგალითით აგიხსნას ერთიდა იგივე! მოკლედ უზომოდ კლმაყოფილი ვარ
კურსმა ჩემს მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა, აუცილებლად ვურჩევდი მას ყველა დაინტერესებულ ადამიანს. ციცის ისე საოცრად მიჰყავს პროცესი, რომ შეუძლებელია კმაყოფილი არ დარჩე.
კურსმა მაქსიმალურად გამიმართლა მოლოდინი, მომცა ცოდნა ბიზნეს ანალიტიკის პროცესების, Agile-ის პრინციპებისა და სხვადასხვა ანალიტიკური ხელსაწყოს გამოყენების მიმართულებით. განსაკუთრებით დამეხმარა პრაქტიკულ მაგალითებზე მუშაობა.სრულად ➜
ლექტორს ეტყობა რომ ძალიან მოსწონს ის, რასაც აკეთებს და აკეთებს გულით. მისი გამოცდილებების გაზიარება ძალიან გვეხმარებოდა საკითხის უკეთ გაცნობაში. მადლობის მეტო არაფერი მეთქმის.
კურსმა სრულიად გაამართლა მოლოდინები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივიღეთ სრული ინფორმაცია, რაც კი შეიძლებოდა, რომ მიგვეღო IT ბიზნეს ანალიტიზის შესახებ.
საუკეთესო ლექტორი და საუკეთესო კურსი რაც ბოლო წლების მანძილზე გამივლია! სრულიად ამსფეროს არმცოდნეს, ლექტორმა მომცა უზომოდ ბევრი ინფორმაცია თან ისე რომ ყველაფერი ყოფილიყო გასაგები! პრაქტიკული მაგალითებით იყო დატვირთული თითქმის ყველა ლექცია და ყველა კითხვას ყოველთვის ამომწურავად პასუხობდა.
ძალიან კარგად შედგენილი კურსი იყო. ყოველთვის ყველა დეტალზე გვქონდა ინფორმაცია, რისთვისაც დიდი მადლობა სმარტ აკადემიის ადმინისტრაციას. იდეალურად იყო აწყობილი სილაბუსი და ვრცლად, ამომწურავად იყო მოწოდებული ყველა ტიპის ინფორმაცია.
ლექტორი სრულფასოვნად ხსნიდა მასალას და გვაძლევდა პრობლემური საკითხების ხელახლა გავლის საშუალებას, გარდა ჯგუფისა მქონდა შესაძლებლობა ცალკეულ თემებზე დამატებით მიმეღო განმარტებები და რეკომენდაციები ლექტორისგან.
ციცი უკარგესი და უსაყვარლესი ლექტორია. პროფესიონალია თავის საქმის, ეტყობა რომ უყვარს თავის საქმე და რასაც აკეთებს, აკეთებს დიდი მონდომებით, მთელი გულით და სიყვარულით.
გამართული იყო ტექნუკური მხარე ყველნაირად და შინაარსობრივად ჩემი აზრით ყველაფრის მომცველი, ბევრი ახალი ინფორმაციები მივიღე და ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი თემები დავფარეთ კურსის განმავლობაში. ლექტორი საფუძვლიანად და დეტალურად ხსნიდა ყველა საკითხს. მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ მქონდა ამ სფეროსთან შეხება, იმდენად გამარტივებული ენით გვიხსნიდა ყველაფერს რომ მარტივი იყო ყველანაირი თემის გაგება.
IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს მონაცემთა ანალიტიკა, ბაზებთან მუშაობის პრინციპები MSSQL ენის გამოყენებით და ინფორმაციის ვიზუალიზაცია BI ხელსაწყოების მეშვეობით.