0
მენიუ
banner banner

ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში

ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში
ფორმატი
ფიზიკურად+ონლაინ
3 თვე • 24 შეხვედრა • 48 სთ
თარიღი
14 სექტემბერი
ორშაბათი 19:30 - 21:30 სთ ოთხშაბათი 19:30 - 21:30 სთ
ღირებულება
1200 ₾ 1080 ₾
მომდევნო ჯგუფი
თარიღი 26 ოქტომბერი
გრაფიკი
ორშაბათი 19:30 - 21:30 სთ ხუთშაბათი 19:30 - 21:30 სთ
ღირებულება
1200 ₾



სალექციო დღეები 

I მოდული - ორშაბათი, ოთხშაბათი (19:30-21:30) - (1-8 ლექცია)

II მოდული - ორშაბათი, ხუთშაბათი (19:30-21:30) - (9-16 ლექცია)

III მოდული - ორშაბათი, ხუთშაბათი (19:30-21:30) - (17-24 ლექცია)


კურსის მიზანი 

აღნიშნული საბაზისო საბუღალტრო კურსის მთავარი მიზანია მონაწილეებს მისცეს ფუნდამენტური ცოდნა და ძირითადი უნარები, რათა ეზიარონ აღრიცხვის ძირითად პრინციპებს. ეს კურსი დაეხმარება დამწყებებს საბუღალტრო ცნებების გაგებაში, როგორიცაა ფინანსური ანგარიშები, აღრიცხვა და ფინანსური ანალიზი, რაც ძალიან ხარისხიან საფუძველს შეუქმნის შემდგომში ამ სფეროში გაცილებით დიდი მიზნების მიღწევაში. დამწყებთათვის შექმნილი კურსი მიზნად ისახავს აღრიცხვის საფუძვლების მარტივად ახსნასა და მონაწილეების შთაგონებას, გახდნენ ფინანსებისა და ბუღალტერიის სამყაროში გამოცდილი პროფესიონალები.


სასწავლო კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • ძირითადი საბუღალტრო ტერმინოლოგიისა და პრინციპების ცოდნა, რაც მათ საშუალებას მისცემს კომფორტულად იგრძნონ თავი ბუღალტერიის სფეროში;

  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპების ცოდნა და მათი გამოყენება საბუღალტრო ანგარიშგებაში, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიგონ საგადასახადო მოთხოვნები და შეუსაბამონ ისინი ფინანსურ ანგარიშებს.

  • მცირე ფინანსური ანალიზების ჩატარება, რაც დაეხმარებათ მარტივი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში;

  • საბუღალტრო სისტემაში მონაცემების გატარება, ჩაწერა და საბალანსო ანგარიშების შედგენას;

  • დღიური ჩანაწერების წარმოება და საბაზისო აღრიცხვის პროცედურების განხორციელება რაც თეორიულ ცოდნას გაამყარებს პრაქტიკაში;

  • ფინანსური ანგარიშგების ძირითად ელემენტებზე წარმოდგენა და შემადგენელი ანგარიშების ანალიზი, როგორიცაა ბალანსი და მოგების/ზარალის ანგარიში.


სასწავლო კურსის მოთხოვნები

პერსონალური კომპიუტერი თუ ლეპტოპი windows-ის ოპერაციული სისტემით.




კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



დაკავშირებული პროფესიები

ბუღალტერი აუდიტის მენეჯერი საგადასახადო კონსულტანტი

★★★★★

კურსის შეფასებები

ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში

მსგავსი კურსები
HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

HR მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შესძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად.
მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.
MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.
MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების ანალიზში.
ყველა კურსი

სასურველი კურსები