ვიდეო კონტენტის შექმნა
ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.
რას ვისწავლი?
ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:
შექმნან კონტენტ სტრატეგია სხვადასხვა პლატფორმებისთვის და განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორია;
- გამოიყენონ სმარტფონი პროფესიონალური ხარისხის ვიდეოების გადასაღებად, განათების, კადრების დაგეგმვისა და კომპოზიციის გათვალისწინებით;
- დაამონტაჟონ ვიდეოები CapCut-ის გამოყენებით;
- დაწერონ სტრუქტურირებული სცენარი, რომელიც გაზრდის ჩართულობასა და მაყურებლის ინტერესს;
- მოარგონ კონტენტი სხვადასხვა პლატფორმებისა და ინდუსტრიების მოთხოვნებს;
- ითანამშრომლონ ინფლუენსერებთან მათი სწორად შერჩევისა და კომუნიკაციის გზით;
- თავიდან აიცილონ გავრცელებული შეცდომები და გამოიყენონ საუკეთესო პრაქტიკები კონტენტის შექმნის პროცესში.
კონტენტ კრეატორი
- მარიამ მეტრეველი არის კონტენტ კრეატორი 5 წლიანი გამოცდილებით ამ სფეროში;
- ამმ სფეროში მუშაობასთან ერთად აქვს სწავლების გამოცდილებაც;
- სააგენტოებში მუშაობის მანძილზე უმუშავია ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა: Baskin Robbins, Socar, Way Mart, Bank of Georgia, Taste Corporation, Staropramen, Making Science Sweeft, HIVE, Keepz, Vaporia;
- როგორც ფრილანსერი ქმნიდა კონტენტს შემდეგი ბრენდებისთვის: TBC, Silk, Extra, სერიალი “უხილავი თამაში”, Natakhtari, Pyramid;
- საგანმანათლებლო და ინფორმაციული კონტენტის შექმნის კუთხით უთანამშრომლია ისეთ ორგანიზაციებთან როგორებიცაა: Sapari, FactCheck.ge, Forset.
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67
დაკავშირებული პროფესიები
კურსის შეფასებები
ვიდეო კონტენტის შექმნა