0
მენიუ
banner banner

შეცდომები, რომლებიც ინტერფეისში გვხვდება





✨ სმარტ აკადემია 4 აპრილს, 20:00 საათზე გიწვევს მასტერკლასზე- „შეცდომები, რომლებიც ინტერფეისში გვხვდება“. 

მასტერკლასზე საუბარი იქნება UX/UI ქოფირაითინგის მიმართულებით ხშირად დაშვებულ შეცდომებზე. თვალსაჩინოებისთვის, განხილული იქნება რამდენიმე ქართული და საერთაშორისო ვებსაიტის მაგალითი. 

მასტერკლასზე ასევე საუბარი იქნება ნოტიფიკაციებზე, ღილაკებზე, აღწერის ტექსტებსა და იმ შეცდომებზე, რომლებსაც ამ მიმართულებით ხშირად უშვებენ პლატფორმებზე. 

✊ მასტერკლასი იქნება ინტერაქციული ხასიათის, რაც საშუალებას მოგცემს მაქსიმალურად ჩაერთო პროცესში და სცადო დაშვებული შეცდომების გამოსწორება.

?‍♀️ ვინ არის ქეთი დიასამიძე?

📌 ქეთი დიასამიძე არის თიბისი ბანკის UX წერის მიმართულების ლიდერი

📌 დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



სხვა კურსები

ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი

ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი

ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსი სტუდენტებს სთავაზობს სრულყოფილ ცოდნას მენეჯმენტის ყველა ასპექტის შესახებ. კურსი გამდიდრებულია პრაქტიკული დავალებებით, რეალური მაგალითებითა და მასალებით.
FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.
ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.
iOS Development with Swift

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.
პროექტების მართვა - PMP

პროექტების მართვა - PMP

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.
ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.
მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.
Microsoft Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

Microsoft Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.

ყველა კურსი

სასურველი კურსები