0
მენიუ
banner banner

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინერიერის დიზაინი • 3D მოდელირება • ექსტერიერის დიზაინი • Post-Production • AI • ანიმაცია

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი
ფორმატი
ფიზიკურად+ონლაინ
7 თვე • 37 შეხვედრა • 100+ სთ
თარიღი
14 სექტემბერი
სამშაბათი 20:00-22:30 სთ პარასკევი 20:00 - 22:30 სთ
ღირებულება
2700 ₾ 2500 ₾

შეხვედრების განრიგი

ინტერიერის დიზაინის თეორიული ნაწილი და Archicad-ის შეხვედრები ჩატარდება სამშაბათსა და პარასკევს, 3ds Max-ისა და ექსტერიერის დიზაინის შეხვედრები - სამშაბათსა და ხუთშაბათს. 

შეხვედრების დიდი ნაწილი ჩატარდება ჰიბრიდულად. 

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.

კურსი ასევე მოიცავს თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენებას ვიზუალიზაციის პროცესში, ინტერიერისა და ექსტერიერის ანიმაციის შექმნას, კლიენტთან მუშაობის, ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის საბოლოო პრეზენტაციის პრინციპებს. კურსის დასრულების შედეგად მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან 2 სრულყოფილი ინტერიერის პროექტი და პროფესიული პორტფოლიო, რომელიც მათი შემდგომი კარიერული განვითარებისა და რეალურ პროექტებზე მუშაობისთვის იქნება გამოყენებული.

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • ინტერიერის სივრცის ფუნქციურად დაგეგმვას, ზონირებასა და ავეჯის განლაგებას ერგონომიკისა და სივრცის სტანდარტების გათვალისწინებით;
  • ინტერიერისთვის ფერების, მოსაპირკეთებელი მასალებისა და განათების სწორად შერჩევასა და ერთმანეთთან კომბინირებას;
  • აზომვითი მასალებისა და არსებული ნახაზების საფუძველზე ინტერიერის ტექნიკური ნახაზების შექმნასა და დამუშავებას;
  • Archicad-ში ინტერიერის გეგმების, ჭრილების, იატაკის, სანტექნიკისა და ელექტროობის გეგმების მომზადებას და პროექტის საბოლოო მასალის დალაგებას;
  • 3ds Max-ში ინტერიერისა და ექსტერიერის სცენების შექმნასა და სხვადასხვა ობიექტის მოდელირებას;
  • კამერების, განათებისა და მასალების სწორად გამოყენებას და Corona Renderer-ის საშუალებით ფოტორეალისტური რენდერების შექმნას;
  • რენდერების დამუშავებას Corona-სა და Photoshop-ში, ვიზუალური მასალის პროფესიულად მომზადებასა და პროექტის პრეზენტაციას;
  • AI ინსტრუმენტების გამოყენებას ტექსტურების, 3D მოდელების, ადამიანების, ვიზუალიზაციებისა და ვიდეოკონტენტის შესაქმნელად;
  • ინტერიერისა და ექსტერიერის სცენებისთვის კამერისა და ობიექტების ანიმაციების შექმნას და საბოლოო ვიდეომასალის მომზადებას;
  • კლიენტის საჭიროებების გამოვლენას, პროექტის შეთავაზების, ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას;
  • ავეჯის კონსტრუქციული დაგეგმვისა და პროექტირების პროცესის აღწერას, მათ შორის BAZIS WOODWORKER-ში პროექტირების ძირითადი ეტაპების განსაზღვრას;
  • დასრულებული ინტერიერის პროექტის პროფესიულად წარდგენას და მიღებული ნამუშევრების საფუძველზე პორტფოლიოს შექმნას.

კურსის ტექნიკური წინაპირობები




კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



დაკავშირებული პროფესიები

გრაფიკული დიზაინერი პროექტ მენეჯერი არქიტექტორი მენეჯმენტის კონსულტანტი ილუსტრატორი პროცესების გაუმჯობესების სპეციალისტი გრაფიკული ილუსტრატორი ინტერიერის დიზაინერი უძრავი ქონების ანალიტიკოსი

★★★★★

კურსის შეფასებები

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

მსგავსი კურსები
UX/UI დიზაინის კურსი

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აგების ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის სწორად გამოყენება და ტექსტთან, ფერებთან და ვიზუალურ ელემენტებთან მუშაობის კულტურა.
ყველა კურსი

სასურველი კურსები