0
მენიუ
banner banner

მონაცემთა ანალიტიკის ღირებულება ბიზნესში





📌 12 ნოემბერს, 20:30 საათზე, სმარტ აკადემია გიწვევს უფასო ლექციაზე: "მონაცემთა ანალიტიკის ღირებულება ბიზნესში"

📌 შეხვედრას წარუძღვება სმარტ აკადემიის DATA ANALYTICS & BI DEVELOPMENT-ის კურსის ლექტორი, გეგა ჯღარკავა რომელიც მოგვიყვება ყველაფერს მონაცემთა ანალიტიკოსის პროფესიის შესახებ

გეგა ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:


მონაცემთა შეგროვება და ანალიზი ბიზნესში: პრაქტიკული მაგალითები

  • მონაცემების შეგროვების და დამუშავების პროცესები თანამედროვე ბიზნესში.


მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების მოდელი და მნიშვნელობა

  • რატომ არის მონაცემები საუკეთესო გზა რისკების შესამცირებლად.

  • წარსული და თანამედროვე მიდგომების შედარება.


მონაცემთა ანალიტიკის მნიშვნელობა ბიზნესის ზრდაში

  • როგორ ეხმარება მონაცემთა ანალიტიკა ბიზნესს მომხმარებლების ქცევის და პრეფერენციების უკეთ შესწავლაში.

  • მომხმარებლის კლასიფიკაცია მონაცემთა ანალიზის საფუძველზე.


როგორ მუშაობს მონაცემთა საცავი?

  • მონაცემთა საცავების დანიშნულება.

  • როგორ ხდება ბიზნესისთვის საჭირო მონაცემების მოპოვება.

  • BI ინსტრუმენტების გამოყენება ბიზნეს გადაწყვეტილებების გასაუმჯობესებლად.


SQL და მონაცემთა ანალიტიკა: საფუძვლები და პრაქტიკა

  • მონაცემთა ანალიტიკოსის როლი და SQL-ის გამოყენება ბიზნესის პრობლემების გადასაჭრელად.

  • პრაქტიკული მაგალითები მონაცემთა ბაზების გამოყენებაზე.


📌 ვინ არის გეგა ჯღარკავა?
? გეგა ჯღარკავა 4 წელზე მეტია მონაცემთა ანალიტიკისა და BI რეპორტინგის სფეროში მუშაობს; ძირითადი გამოცდილება დააგროვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში, პოზიციებზე:       
?მონაცემთა ანალიტიკოსი, უფროსი მონაცემთა ანალიტიკოსი და რეპორტინგ/BI დეველოპერი;
?მის ძირითად მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს წარმოადგენდა მსხვილი და კომპლექსური ბიზნეს ამოცანების გადაჭრა, საინტერესო ვიზუალიზაციებისა და ინსტრუმენტების შექმნა;
?კარიერის საწყის ეტაპზე, მუშაობდა ქართულ კომერციულ ბანკში უმცროს რეპორტინგ დეველოპერად;
?ამის შემდეგ - საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში - TBI Bank Bulgaria;
?ამჟამად, გეგა მუშაობს ევროპულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში „Paysera Lithuania“, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვებს (SWIFT, SEPA, Target) მსოფლიოს 180 ქვეყანაში უზრუნველყოფს.


📌 დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



სხვა კურსები

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.
გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.
MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.
AI - ხელოვნური ინტელექტის კურსი პრაქტიკაში

AI - ხელოვნური ინტელექტის კურსი პრაქტიკაში

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს ფუნდამენტური და პრაქტიკული ცოდნა უახლესი გენერატიული AI მოდელების შესახებ. მონაწილეები სიღრმისეულად შეადარებენ ChatGPT, Claude, Gemini-სა და Grok-ს, დაეუფლებიან პრომპტ ინჟინერიის მოწინავე ტექნიკებს და ისწავლიან სამუშაო ამოცანებისთვის საუკეთესო მოდელების შერჩევას.
MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

ყველა კურსი

სასურველი კურსები