0
მენიუ
banner banner
AI IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი
ფორმატი
Online
2 თვე • 17 შეხვედრა • 34 სთ
თარიღი
4 მაისი
ორშაბათი 20:00-22:00 სთ ხუთშაბათი 20:00-22:00 სთ
ღირებულება
1390 ₾
განვადებით 43 ₾-დან
მომდევნო ჯგუფები
თარიღი 30 ივნისი
გრაფიკი
სამშაბათ 20:00 - 22:00 სთ პარასკევი 20:00 - 22:00სთ
ღირებულება
1390 ₾
თარიღი 3 სექტემბერი
გრაფიკი
ორშაბათი 20:00 - 22:00 სთ პარასკევი 20:00 - 22:00 სთ
ღირებულება
1390 ₾



გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

რას ვისწავლი გრაფიკული დიზაინის კურსზე?

  • Adobe Photoshop და Illustrator-ის პროგრამების საფუძვლები;
  • გრაფიკული დიზაინის ძირითადი პრინციპები, კომპოზიცია, ფერების თეორია, ტიპოგრაფია;
  • ილუსტრაციების და გრაფიკული ნამუშევრის შექმნა;
  • ვიზუალურად მიმზიდველი დიზაინის შექმნის პრინციპები სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის, მათ შორის, ბეჭდური და ციფრული მედიისთვის;
  • დიზაინის კონცეფციებისა და პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა ვიზუალური კომუნიკაციის გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელად;
  • თავდაჯერებულობა და თამამი გადაწყვეტების მოფიქრება შემოქმედებით ექსპერიმენტებში და პერსონალური დიზაინის სტილის განვითარება.

ლექტორის შესახებ:

  • სალი ძანაშვილი ტერაბანკის გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორია;
  • მას აქვს 12+ წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე;
  • მუშაობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა: Wendy's & DUNKIN' Georgia, არქი, Alma;
  • პორტფოლიო: https://www.behance.net/dzanashvili

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

დაკავშირებული პროფესიები

გრაფიკული დიზაინერი UX/UI დიზაინერი UX მკვლევარი ილუსტრატორი ვიზუალური დიზაინერი გრაფიკული ილუსტრატორი ციფრული ილუსტრატორი

კურსის შეფასებები

ლექტორი ყველანაირ კითხვაზე ყოველთვის გვპასუხობდა და ყველანაირ ინფორმაციას გვაწვდიდა, ლექციების ბოლოს თითქმის არ მქონდა ხოლმე კითხვები, რადგან ძალიან კარგად ხსნიდა ყველაფერს. მაგრამ როცა მქონდა რაიმე კითხვა ყოველთვის მზად იყო ამომწურავად პასუხისთვის. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის <3
სალი ძალიან მეგობრულია, ყველანაირად ცდილობდა კომფორტული გარემოს შექმნას, ზრუნავდა, რომ ყველა სტუდენტს გამოეთქვა თავისი აზრი და გამოეხატა ინდივიდუალურობა. სრულად ➜
ჩემი აღმოჩენაა სალი, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, ერთი დიდი სიამოვნება იყო მასთან მუშაობა.
კმაყოფილი ვარ როგორც შინაარსით (საინტერესო თემები და პრაქტიკული დავალებები), ასევე ტექნიკური მხარით (ჩანაწერები, მასალები, ორგანიზებულობა). ლექტორი მეგობრული, ყურადღებიანი და მოტივირებული იყო, რაც სასწავლო პროცესს ბევრად ამარტივებდა. ცოდნას გასაგებად და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გვიზიარებდა, რაც დიდად დამეხმარა.
სმარტ აკადემიის კურსმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კურსის განმავლობაში მარტივია აღმოაჩინო და შეიძინო უნარები,მიიღო უწყვეტი ინსპირაცია და იპოვო საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.
ძალიან კმაყოფილი ვარ. 0 დან შევისწავლე ყველაფერი , ეს ყველაფერი ძალიან სახალისო და საინტერესო იყო ჩემი რეკომენდაცია თქვენ მადლობა ყველადროსთვის
კურსზე კარგად იყო გაწერილი თითოეული ლექცია და ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხსნიდა ლექტორი. კურსი იყო ინფორმაციული და ბევრ ინფორმაციას მოიცავდა.
გიორგის კარგი პროფესიული და სასწავლო უნარები აქვს, გადმოცემის სასიამოვნო მანერა.
სმარტ აკადემიის კურსი არის ძალიან კარგად ორგანიზებული, ყველა დეტალი არის კარგად გაწერილი და რაც მთავარია სწავლების დონე მაღალი.
სალი გულწრფელი და კომპეტენტური ლექტორია, ცოდნის გაზიარების განსაკუთრებულად კარგი უნარებით!
ყველაფერი იყო კომფოტული, ტექნიკურად გამართული და სასიამოვნო. ლექტორი კი საქმის პროფესინალი, მეგობრული, ძალიან კრეატიულია.
ლექტორი ძალიან კარგად ხსნიდა ახალ მასალას. ვერ გაგების შემთხვევაში რამდენჯერმეც გვიხსნიდა დაუზარელად. ყოველი ლექცია და დავალება იყო საინტერესო.
ლექტორმა შექმნა ძალიან კომფორტული, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. თითოეულ დეტალს დიდი ყურადღებით და მოთმინებით ხსნიდა, ყოველთვის მზად იყო დაგვხმარებოდა.
ეს შეხვედრები ნამდვილად საინტერესო და შთამაგონებელი იყო. უფრო გამიღვივდა სურვილი იმისა, რომ სიღრმისეულად შევისწავლო გრაფიკული დიზაინი,რაც მთავარია უკვე ვიცი, როგორ გავიკვალო გზა.
კურსი კარგად იყო დაგეგმილი როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად. ლექტორის შეხვედრები ძალიან საინტერესო, პრაქტიკული და პროდუქტიული იყო, ამიტომაც ავირჩიე მისი კურსი. ძალიან საინტერესოდ წარმართავდა ლექციებს. პრაქტიკული სამუშაოები ძალიან აადვილებდა ცოდნის განმტკიცებას, დროული უკუკავშირი კი შეცდომებს ამცირებდა. საბოოლოოდ კარგ შედეგამდე მივდიოდით. ყოველთვის ამატებდა დროს, რომ ყველა დავალება საფუძვლიანად განეხილა.
კურსი იყო კარგად ორგანიზებული და ძალიან ინფორმაციული, კურსის ყველაზე დიდი პლიუსი კი ლექტორია.
ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც მოუწია ნულიდან ესწავლა ეს მიმართულება, სალიმ მაქსიმალურად საინტერესო და მარტივი გახადა ეს კურსი, რისთვისაც დიდი მადლობა.
კურსი იყო საოცრად მრავალფეროვანი,აზრობრივი და მივიღეთ მაქიმალური რესურსი,ახალი სფეროს შესასწავლად,რაც რა თქმა უნდა გიორგის პროფესიონალიზმის და მეგობრული დამოკიდებულების დამსახურებაა,მადლობა მას და მადლობა თქვენ,მომავალ შეხვედრამდე ?
საკმაოდ დახვეწილია ტექნიკურად საუკეთესო მასწავლებელთან ერთად ❤️. სალის საუკეთესო გადმოცემის უნარი აქვს, საუკეთესო მრჩეველიც არის და ამავდროულად სამართლიანი.

მსგავსი კურსები

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან.
ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

ყველა კურსი

სასურველი კურსები