0
მენიუ
banner banner

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT
ფორმატი
ფიზიკურად+ონლაინ
2.5 თვე • 20 შეხვედრა • 40 სთ
თარიღი
17 სექტემბერი
ხუთშაბათი 20:00 - 22:00 სთ შაბათი 12:00 - 14:00 სთ
ღირებულება
1700 ₾ 1500 ₾
მომდევნო ჯგუფი
თარიღი 5 ნოემბერი
გრაფიკი
ხუთშაბათი 20:00 - 22:00 სთ შაბათი 12:00 - 14:00 სთ
ღირებულება
1700 ₾



PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს  PR-ის, ციფრული და სოციალური მედიის, ბრენდინგის, რეპუტაციის მართვის საფუძვლები ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ჭრილში. მსმენელები შეისწავლიან, როგორ შეიძლება საკომუნიკაციო პროცესის განსაზღვრა და მართვა თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით. ეს არის ახლებური ხედვა PR-ზე, როგორც ორგანიზაციული განვითარების და წარმატების პროცესის შემადგენელ ნაწილზე. ივენთ მენეჯმენტის ლექციებზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ღონისძიებების ბრენდინგისა და მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განივითარონ  ღონისძიებების  ეფექტური კონცეფციის შემუშავების, დაგეგმვისა და მართვის უნარები, ასევე, ხელი შეუწყონ მათ კრეატიულ და სტრატეგიულ აზროვნებას.

რას ვისწავლი?

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • რა საკომუნიკაციო მოდელები არსებობს;
  • ორგანიზაციაში PR-ის ამოცანების განსაზღვრა; 
  • რეპუტაციის მართვა;
  • მარკეტინგული სტრატეგიის სწორად შერჩევა;
  • სხვადასხვა პრაქტიკული ხერხი ამბის შესაქმნელად; 
  • მედიასთან ურთიერთობების პრინციპები; 
  • ეფექტური პრეს-რელიზის შექმნა და გავრცელება; 
  • სწორი იმიჯისა და პოზიციონირების შერჩევა; 
  • კრიზისული PR-ის გამოყენება; 
  • დარგობრივი PR-ის სპეციფიკა;
  • კრეატიულობის ინსტრუმენტების გამოყენება უკეთესი შედეგებისთვის; 
  • საკომუნიკაციო სივრცის განსაზღვრა და ფორმირება; 
  • შესაბამისი საკომუნიკაციო მოდელების გამოყენება ამოცანიდან გამომდინარე; 
  • საკომუნიკაციო პროცესის შედგების სწორად შეფასება; 
  • შიდა კომუნიკაციის სწორად დაგეგმვა და მართვა; 
  • კრიზისული კომუნიკაციის ანალიზი და სტრატეგიის დაგეგმვა; 
  • დამსაქმებელთან საუბარი ორივესთვის გასაგებ ენაზე;
  • ღონისძიების  ბრენდინგის არსის განსაზღვრა და მისი გავლენა აუდიტორიაზე;
  • ღონისძიების კონცეფციის, ვიზუალური იდენტობისა და კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება;
  • ღონისძიების სტრუქტურის, სცენარისა და ბიუჯეტის დაგეგმვა;
  • ღონისძიებისთვის შესაბამისი ლოკაციის შერჩევა და პარტნიორების/გუნდის მართვა;
  • სხვადასხვა ტიპის აუდიტორიისთვის ღონისძიების მომზადება და განხორციელება;
  • ღონისძიების მარკეტინგის განხორციელება და „WOW-ეფექტის“ შექმნა;
  • რეალურ ქეისში, მცირე ჯგუფებით, ღონისძიების დაგეგმვა და პრეზენტაცია.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67



დაკავშირებული პროფესიები

ღონისძიებების მენეჯერი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ივენთ მენეჯერი

სხვა კურსები
სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.
AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაცია

AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაცია

AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაციის კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ AI ასისტენტების, აგენტებისა და No-Code ავტომატიზაციების პრაქტიკულ გამოყენებას, რათა შეძლონ რეალური სამუშაო და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია.
პროექტების მართვა - PMP

პროექტების მართვა - PMP

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.
MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების ანალიზში.
PAYROLL-ის პრაქტიკული კურსი

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსი

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები Payroll-ის (შრომის ანაზღაურების) სისტემის დაგეგმვის, გამოთვლისა და მართვის შესახებ. მონაწილეები გაიცნობენ Payroll-ის სრულ ციკლს - შემომავალი დოკუმენტაციიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე, ისწავლიან ხელფასის კომპონენტების სტრუქტურირებასა და კანონმდებლობის გათვალისწინებას.
გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აგების ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის სწორად გამოყენება და ტექსტთან, ფერებთან და ვიზუალურ ელემენტებთან მუშაობის კულტურა.
MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.
Microsoft Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

Microsoft Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.
ყველა კურსი

სასურველი კურსები